ყვითელი ამბები

„როცა გულის ხეთქვამდე მწყდება გული, ვცდილობ არ ვიფიქრო...“ - ნანუკა გულუა

Sputnik
გადაცემამ „ქალები“ სეზონი დაასრულა. როგორც უკვე ცნობილია, გადაცემა დატოვეს ალექსანდრა პაიჭაძემ და თეონა ლეჟავამ. მათ სექტემბრიდან ახალი წამყვანები ჩაანაცვლებენ.
ყვითელი ამბები
შვილის გაჩენის შემდეგ – ალექსანდრა პაიჭაძე და დათო კოდუა ერთად გამოჩნდნენ – ფოტო
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ამავე გადაცემის წამყვანი ნანუკა გულუა და ამბობს, რომ გული სწყდება, მაგრამ მისი ცხოვრება მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე დგას.

„როცა გულის ხეთქვამდე მწყდება გული, ვცდილობ არ ვიფიქრო, გავატარო და დავაიგნორო ამის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ვერ გავუშვებ გოგონებს ჩემი სურვილების გარეშე. ალექსანდრა პაიჭაძე, ჩემო სიყვარულო, ყველა ჩანაფიქრი და ოცნება აგისრულდეს, მინდა ყველა დასახულ მიზანს მიაღწიო და ისიამოვნო შენი ახდენილი ოცნებებით, დიდი მადლობა ყველა წამისთვის, რომელიც მხოლოდ მაბედნიერებს. თეონა ლეჟავა, რასაც უნდა მიაღწიო, ჩემთვის მაინც ცოტა იქნება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან მინდა იზეიმოს შენმა ნიჭმა იქ, სადაც გულით გინდა. სალომე შარვაძე, მინდა ვუსურვო ჩვენს თავებს უფრო მეტი და მეტი წარმატება p.s მგონი ვაჩენ, ჩქარ-ჩქარა ვწერ“, – დაწერა ნანუკა გულუამ.