ყვითელი ამბები

„არ ველოდი...“ - რატომ დატოვა მარიამ გველესიანის საქმრომ საქართველო ჯვრისწერამდე

Sputnik
უმშვენიერესი მოდელის მარიამ გველესიანის ცხოვრებაში სიახლეებია. მისმა ფეხბურთელმა საქმრომ, თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა გიორგი პაპავამ კლუბი სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა და სპორტულ საქმიანობას უზბეკურ AGMK-ში განაგრძობს.
მას შემდეგ, რაც მარიამს გასული წლის დეკემბერში გიორგიმ ხელი სთხოვა, წყვილი საკუთარი ბინის რემონტით აქტიურად იყო დაკავებული, შემოდგომაზე ქორწილსაც გეგმავდა, მაგრამ ფეხბურთელის გადაწყვეტილებამ მათი გეგმები შეცვალა.
ყვითელი ამბები
ულამაზესი წყვილი ქორწინდება – მარიამ გველესიანს ხელი ცათამბჯენზე სთხოვეს – ვიდეო
მარიამი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ სიტუაცია სწრაფად შეიცვალა.

„არ ველოდი, ისე მოხდა გიორგის მხრიდან „დინამოს“ დატოვება და ახალ გუნდში გადასვლა. ჩვენი გეგმები ცოტა სხვანაირი იყო. ახლა აირია, იმიტომ რომ მოგვიწევს ახლის დასახვა და გადაწყობა. ჯერჯერობით გიორგი 1 თვით არის წასული. სექტემბერში გვაქვს ჯვრისწერა, ჯვრისწერის დღეს ჩამოდის“, – ამბობს მოდელი.

მისი თქმით, ქორწილის შემდეგ მეუღლეს ტაშკენტში გაჰყვება და, შესაძლოა, საცხოვრებლად გადასვლამაც მოუწიოს, რაზეც ცოტათი ნერვიულობს.