ამერიკელი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი და კომიკოსი პიტ დევიდსონი დაშორდნენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
როგორც გამოცემას წყვილთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, კარდაშიანმა და დევიდსონმა გადაწყვიტეს ხმაურის გარეშე დაშორდნენ და მეგობრებად დარჩნენ.
გამოცემის ცნობით, „პიტი და კიმი ერთმანეთს პატივს სცემენ, თუმცა შორი მანძილი და გადატვირთული გრაფიკი ურთიერთობების შენარჩუნებას ართულებს“.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: დევიდსონმა და კარდაშიანმა გაიზიარეს კოცნის ფოტო SNL-ის სკეტჩის დროს, როდესაც ის შოუს მასპინძლობდა გასული წლის ოქტომბერში, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ისინი დააფიქსირეს ატრაქციონზე ხელჩაკიდებულები, რამაც გამოიწვია ჭორები ამ ურთიერთობის შესახებ.
მათი ურთიერთობის დაწყების შემდეგ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება მოითხოვა. იმ დროს, როგორც წყარომ განუცხადა PEOPLE-ს, დევიდსონი იყო „ზუსტად ის, ვინც კიმს სჭირდებოდა განქორწინების შემდეგ და ვინმე, რომელიც მას გააცინებს და უბრალოდ გაერთობს. და დასძინა, რომ ქორწინების დასასრული მისთვის ძალიან რთული იყო და პეტი საუკეთესო ანტიდოტი იქნებოდა“.