ჟურნალ Tatler-ის ბრიტანული ვერსიის რედაქტორებმა კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი 2022 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად დაასახელეს.
შესაბამისი რეიტინგი გამოცემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ჟურნალისტებმა სხვადასხვა ფესტივალისა თუ დაჯილდოების დროს წითელ ხალიჩებზე და საჯარო ღონისძიებებზე ვარსკვლავების ჩაცმულობა შეაფასეს. მეორე ადგილზე ზიმბაბველი ბლოგერი ვიმბაი მასიივაა, მესამეზე კი - მოდელი ფრეია ასპინალი.