როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

დედაქალაქში მოსალოდნელია სიცხე, თუმცა ხანმოკლე წვიმაც. ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები 12 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ძლიერ ქარს, ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 12 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
დედაქალაქში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი.