დღეს 2022 წლის 7 აგვისტოა, კვირა. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მზემფარველობს.
ასტროლოგები გირჩევენ, დრო სახლის საქმეებს ან იმ პროექტებს დაუთმოთ, რომლებიც ღრმა და განსაკუთრებით, ნეგატიურ ემოციებს არ გამოიწვევს. დღევანდელ დღეს რადიკალიზმი და უკიდურესობისკენ სწრაფვა ახასიათებს. თუ გინდათ, პროდუქტიულად ჩაიაროს დრომ, ენერგია პოზიტიურ კალაპოტში მიმართეთ.
ვერძი: დღე კარგად აეწყობა, თუ არ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, დაუფიქრებლად არაფერს იტყვით და იმოქმედებთ. კარგად მოფიქრებული ნაბიჯები მიზანთან მიგიყვანთ. შესაძლებელია თანხის მიღება, რამის ყიდვა, მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის. ეცადეთ, ახლობლებთან მომთმენი იყოთ და ყველანაირად მოერიდოთ უთანხმოებებსა და კამათს.
კურო: ხელსაყრელი დღეა იმ საქმეებისთვის, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებასა და არასტანდარტულ შეხედულებებს საჭიროებს. მხოლოდ რუტინული საქმეები მალე დაგღლით, გაღიზიანდებით. რთული დღეაურთიერთობებისთვალსაზრისით– მაღალია კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ ეცადეთ, ყველა წვრილმანს არ აჰყვეთ და თავი შეიკავოთ შენიშვნების გამოთქმისგან.
ტყუპი: აჯობებს, თუ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ, რადგან განწყობილი ხართ რადიკალური ზომებისადმი, რამაც პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. სჯობს, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, სანამ საკუთარ აზრს გამოთქვამთ და მით უფრო, მოქმედებას დაიწყებთ. მაგრამ თუ ატყობთ, რომ სიტუაცია მომწიფებულია და გადამწყვეტი ზომების მიღებაა საჭირო, მაშინ – იმოქმედეთ.
კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა საპასუხისმგებლო სამუშაოსთვის, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. გექნებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფული ტყუილუბრალოდ არავისთან მიდის – მოიმატებს საზრუნავიც, მოგიწევთ გეგმების კორექტირება და გასართობი ღონისძიებების გადატანა სასარგებლო საქმეების გულისთვის.
ლომი: აჯობებს, თუ მოერიდებით ადამიანებთან კონტაქტს, თავშეყრის ადგილებს. ერთი მხრივ, სურვილი გექნებათ ურთიერთობების, მაგრამ მეორე მხრივ, არის დიდი რისკი, რომ ლაპარაკის დროს ურთიერთობების გამორკვევაში შეუმჩნევლად ჩაებათ. დღეს კი თქვენი თავმოყვარეობა იმდენად გამძაფრებულია, რომ ამ ყველაფერს, წვრილმანებსაც კი მძიმე დაღის დასმა და კვალის დატოვება შეუძლია თქვენს სულში.
ქალწული: დღემ რომ პოზიტიურად ჩაიაროს, სჯობს, ამისთვის დილიდან განეწყოთ და რაც მნიშვნელოვანია, სახლი დაასუფთავოთ და მოაწესრიგოთ. არაფერი ისე არ გაგაღიზიანებთ დღეს, როგორც ჭუჭყი და მტვერი თქვენს ბინაში. ნამცეცებსაც კი მაგიდაზე თქვენთვის მთელი დღის გაფუჭება შეუძლია. სისუფთავე კი დადებითად განგაწყობთ და სხვა საქმეებსაც მიხედავთ.
სასწორი: დღეს სხვადასხვა აზრი შეგიპყრობთ, რომლებიც შეფარდებული იქნება საკრალურ კითხვასთან ცხოვრების აზრზე. თუ არ გინდათ, რომ მთელი დღე უაზრო ეჭვებში გაატაროთ, დროულად უნდა გადართოთ გონება უფრო მარტივ და პრაქტიკულ საკითხებზე. ამასთან, ასტროლოგები არ გირჩევენ გარშემომყოფებისთვის შენიშვნების მიცემას, ამით უფრო გაართულებთ საქმეს.
მორიელი: დღეს გაქვთ ყველანაირი შანსი, რომ უპასუხოთ კითხვას „სად მიდის ფული?“ სამწუხარო ისაა, რომ ამაზე ერთი პასუხი არ არის. კარგი იქნება, თუ ფულის გადინების „დიდ შავ ხვრელს“ იპოვით, სანამ თქვენი საფულე მთლიანად დაცარიელდება. ამ ნიადაგზე კი ურთიერთობების გამორკვევა ნამდვილად არ ღირს – უფრო მეტ ნერვებსა დახარჯავთ და ხმაურს ატეხთ, ვიდრე ამისგან რამე სარგებელი გექნებათ.
მშვილდოსანი: დღეს ზუსტად გეცოდინებათ, ვინ, რა და როგორი თანმიმდევრობით უნდა გააკეთოს. მოგიწევთ გარშემომყოფებისთვის თქვენი თვალსაზრისის დამტკიცება. ამის გამო კი კონფლიქტებია მოსალოდნელი. იქნებ, არ ღირს, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოთ? თუ ასე მოიქცევით, თავს აარიდებთ კონფლიქტებს და დღე ბევრად მშვიდად და პროდუქტიულად ჩაივლის.
თხის რქა: საუკეთესო რამ, რაც დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს დროის საკუთარი თავისთვის დახარჯვაა. ანუ, ასიამოვნეთ თავს, ეწვიეთ ფიტნეს–კლუბს, კოსმეტიკურ სალონს, სოლარიუმს, სპორტ–დარბაზს. არ გაწყენთ ეთერზეთებიანი აბაზანის მიღება. სხვის საქმეებში ჩარევას კი დღეს ასტროლოგები კატეგორიულად არ გირჩევენ – ეს არაფერ კარგს არ მოიტანს და მხოლოდ გაირთულებთ ცხოვრებას.
მერწყული: დილა მარტივი არ გელოდებათ. შესაძლოა, რამე ძველმა გადაუჭრელმა ამოცანებმა იჩინოს თავი, ორომტრიალსა და გაუგებრობებში ამოყოთ თავი. დროთა განმავლობაში დადებითი ტენდენციები მომძლავრდება, მოგვიანებით მნიშვნელოვან საქმეებს მიხედეთ, გამართეთ მოლაპარაკებები და გადაწყვიტეთ ფინანსურ საკითხები. საღამოს დრო საკუთარ თავს დაუთმეთ – დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.
თევზები: იმაზე მეტი საქმის გაკეთებას მოასწრებთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. პირველი გამარჯვებები თავდაჯერებულობას შეგმატებთ. თამამი ნაბიჯები თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს დაუდებს სათავეს. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, გაცნობა ადამიანების, რომლებიც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენენ. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.