თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. თბილისიდან 57 კილომეტრში, წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 14 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქიში 3,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 21:52 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება. ეს ბოლო 24 საათში უკვე მეორე მიწისძვრაა საქართველოში.