მტკვრიდან ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა

დღეს თბილისში, მდინარე მტკვარში ქალი ჩავარდა
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქალი, რომელიც მაშველებმა მტკვრიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, თბილისში, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქალი მდინარეში ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშველებმა ის წყლიდან მალევე ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ცნობილია თუ არა დაღუპულის ვინაობა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.