მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ქალი გადაარჩინეს

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ქალი გადაარჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, თბილისში, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ცნობით, მაშველებმა ქალის წყლიდან ამოყვანა დროულად შეძლეს. ამ წუთებში მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შესაბამის დახმარებას უწევს.
არსებული ინფორმაციით, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.