ლილოში ველოგარბენი გაიმართება

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება 16 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო— Sputnik. ლილოში, Lilo Arena-ს სტადიონზე 7 აგვისტოს ველოგარბენი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
25-კილომეტრიანი გარბენი 10:30 საათზე დაიწყება და ერთ საათს გასტანს.
ველოგარბენზე იქნება წარმოდგენილი 4 კატეგორია: პროფესიონალები, კაცები, ქალები, ბავშვები. პროფესიონალებში იგულისხმება პროფესიონალთა ველოგუნდების ან ეროვნული ველოფედერაციების ამჟამინდელი ან ყოფილი წევრი.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება 16 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღნიშნულია, რომ დაშვებულია მხოლოდ საგზატკეცილო და გრაველის ტიპის ველოსიპედები, არ დაიშვება ელექტროველოსიპედები. უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია ველოჩაფხუტის ქონა.
გამარჯვებულებს მედლები და თასები გადაეცემათ. ველოგარბენზე რეგისტრაცია 29 ივლისს დასრულდა.
წყარო - ორგანიზატორები