„კავკასიის ლამაზმანი“ – Biograph-მა საქართველოს სტატია მიუძღვნა

ავტორი საუბრობს ქართველების სტუმართმოყვარეობაზე და ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ცნობილმა ბულგარელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, მარტინა განჩევამ საქართველოს მიუძღვნა სტატია, რომელიც ჟურნალ Biograph-ში გამოქვეყნდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
მასალაში სახელწოდებით „კავკასიის ლამაზმანი“ ჟურნალისტი მკითხველს საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებს. სტატიაში იგი საუბრობს ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე, ტრადიციებზე, განსხვავებულ ფოლკლორსა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე.
ჟურნალისტი საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ივნისის თვეში ეწვია.
ტურის ფარგლებში ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული კერძების მომზადებაში.