80 წლის ექიმი, რომელმაც ვენდისპანსერის დირექტორს ესროლა, დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრბა
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, კლინიკის ასაკოვანმა თანამშრომელმა (80 წლის) კამათის დროს დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თუ რა გახდა კამათის მიზეზი, უცნობია.
რაც შეეხება გალდავას, მას ჭრილობები ხელისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. გალდავას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.