ყვითელი ამბები

პენელოპა კრუსი ენცო ფერარის ცოლის როლში - გამოიცანით, ვინ მოირგებს ფერარის როლს

Sputnik
ავტომობილების ბრენდი „ფერარი“ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი საავტომობილო მარკაა, რაც მრბოლელ ენცო ფერარის დამსახურებაა. სწორედ მის შესახებ იღებენ ახლა ბიოგრაფიულ ფილმს, სადაც ენცოს როლს ადამ დრაივერი მოირგებს, მისი მეუღლის როლში კი პენელოპა კრუსი მოგვევლინება.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტ-სივრცეში ფილმ „ფერარის“ გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. ამჯერად პაპარაცების ობიექტივში შეუდარებელი პენელოპა მოხვდა, რომელიც ფილმისთვის ლაურად გარდაისახა. მან 50-იანი წლების იმიჯი მოირგო. როლისთვის კრუსმა თმა შავად შეიღება და ვინტაჟური კაბაც შესანიშნავად მოიხდინა. ჯერჯერობით ფილმის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი.