ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა თბილისის ცენტრში აქცია გამართეს - ვიდეო

პარლამენტის შენობასთან შაბათს ლგბტ-საზოგადოების საწინააღდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა
Sputnik
„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ და „ალტ-ინფომ“ სასულიერო პირებთან ერთად გააპროტესტეს ღონისძიებები, რომლებიც 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლის „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართება. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან ტრანსფარანტებით და ქართული დროშებით მივიდნენ, გამზირზე კი მოძრაობა გადაკეტეს.