ყვითელი ამბები

„როცა ჯეისონ მომოა შენი ბორტგამცილებელია“ - ვიდეო ინტერნეტ-სივრცეს იპყრობს

Sputnik
მსახიობი ჯეისონ მომოა ლოს-ანჯელესიდან ჰავაიში გაემგზავრა, რათა ჰავაის ავიახაზებისა და თავისი წყლის კომპანიის Mananalu-ს პარტნიორობა აღენიშნა.
42 წლის მსახიობმა ავიარეისის მგზავრები გააოცა, როცა მათ წყლით სავსე ბოთლები დაურიგა.
TikTok-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ თვითმფრინავის მგზავრებს მომოა მართლაც თავად ურიგებს წყლის ბოთლებს. ვიდეოს ასეთი აღწერა აქვს: „როცა ჯეისონ მომოა შენი ბორტგამცილებელია". ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა და მოიწონა.