კვლავ ფაგრადალსფიალი: ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა - ფოტო

ბოლო ამოფრქვევიდან რვა თვის შემდეგ ვულკანი ფაგრადალსფიალი კვლავ გააქტიურდა.
Sputnik
ბოლოს ფაგრადალსფიალი 2021 წლის სექტემბერში ამოიფრქვა. ფაგრადალსფიალი ისლანდიაში, რეიკიავიკიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
ვულკანოლოგ ტორვალდ ლინკლეიტერის თქმით, ამოფრქვევა მცირედი იყო. პოლიციამ საზოგადოებას მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ ვულკანს.
1 / 8

ვულკანმა ფაგრადალსფიალმა რვა თვის შემდეგ კვლავ გამოიღვიძა, რასაც ამოფრქვევა მოჰყვა

2 / 8

ეპიცენტრში ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია

3 / 8

ლავა პირდაპირ მიწიდან ამოედინება

4 / 8

ვულკანი ფაგრადალსფიალი მდებარეობს რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, რეიკიავიკიდან 30 კილომეტრში

5 / 8

მის გარშემო კი სხვადასხვა ვულკანური წარმონაქმნებია

6 / 8

ნაციონალური მეტეოროლოგიური ბიუროს თანამშრომლები სიტუაციას აკვირდებიან

7 / 8

ვულკანი ახალ ამბებში პირველად გასულ წელს მოხვდა და მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა - ბლოგერები ამოფრქვევის მომენტს დრონებით იღებდნენ, ტურისტები კი ცეცხლოვან სანახაობას აკვირდებოდნენ

8 / 8

აქამდე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა 780 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა