მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება. ამ სიახლის შესახებ მსახიობმა თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით გააგებინა. ვიდეოში ჩანს გოგონა, რომელიც ექოსკოპიის კაბინეტშია, მონიტორზე კი ნაყოფი ჩანს და ისმის ბედნიერი მშობლების შეძახილები.
„თქვენ წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა. თუ მჯეროდეს“, – დაწერა გიორგიმ. რაც შეეხება ვარდოსანიძის საყვარელ ადამიანს, ის მარიამ უშვერიძეა. სოციალურ ქსელში უწერია, რომ ურთიერთობაშია გიორგი ვარდოსანიძესთან. წყვილს რამდენიმე საერთო ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, სადაც ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან.
გიორგი ვარდოსანიძემ 2014 წელს ცნობილ მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, თუმცა რამდენიმე თვეში ერთმანეთს დაშორდნენ. მაშინ მედია წერდა, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი მამაკაცის ღალატი გახდა, თუმცა ამ თემაზე ღიად საუბარს წყვილი ყოველთვის თავს არიდებდა.
2018 წელს გიორგიმ კიდევ ერთხელ იქორწინა, ამჯერად 10 წლით უფროს ქალზე. ერთი წელია რაც დაქორწინებული ვარ, ამბობდა მაშინ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.