თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მხატვარ ანტონ გოგიაშვილის ჩანახატების უნიკალური კოლექცია, რომელიც XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.
ანტონ გოგიაშვილს ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ათეულობით ჩანახატი აქვს შექმნილი.
ანტონ გოგიაშვილის ნახატი
© Courtesy of National Archives of Georgia
მასვე ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონის" (1896), ილია ჭავჭავაძის „განდეგილის" (1901) და რაფიელ ერისთავის ლექსების დასურათება.
ანტონ გოგიაშვილი 1878 წელს ლანჩხუთის სოფელ ნიგოითში დაიბადა. 1901-1906 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში.
ანტონ გოგიაშვილის ნახატი
© Courtesy of National Archives of Georgia
იგი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებთან „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და „შრომა“, რომლებშიც აქვეყნებდა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრებისა და ტრადიციების ამსახველ დოკუმენტურ ჩანახატებს.
ანტონ გოგიაშვილი 1907 წელს 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ანტონ გოგიაშვილის ნახატი
© Courtesy of National Archives of Georgia
მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელია ბმულზე.