COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთის ცენტრალური ბანკი საბანკო ოპერაციების „დევალუტიზაციას“ იწყებს

ცენტრალური ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, სავალუტო კრედიტებისა და ფასიანი ქაღალდების რისკის კოეფიციენტებზე ახალი დანამატები შემოიღოს.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. რუსეთის ცენტრალური ბანკი დამატებითი ზომების მიღებას აპირებს „ტოქსიკურ“ ვალუტებში საბანკო ოპერაციების რაოდენობის შემცირების მიზნით, ნათქვამია რეგულატორის მასალებში.
„რუსეთის ბანკი, დამატებითი სარეგულაციო ზომების შემოღებით, საბანკო ოპერაციების დევალუტიზაციის ბუნებრივი პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის მოხსენებაში, რომლის განხილვაც ბაზრის მონაწილეებთან და ექსპერტებთან იგეგმება.
დასავლეთის ბევრმა სახელმწიფომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაყინა რუსული სახელმწიფო და კომერციული ბანკების უცხოური აქტივები, ასევე შეზღუდა მათთვის სარეზერვო ვალუტებში გადახდის შესაძლებლობა. რეგულატორი აღნიშნავს, რომ ასეთი ვალუტები „ტოქსიკური“ გახდა საერთაშორისო და შიდა მიმოქცევაში გამოყენებისთვის.
ცენტრალური ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, სავალუტო კრედიტებისა და ფასიანი ქაღალდების რისკის კოეფიციენტებზე ახალი დანამატები დააწესოს, რომლებიც დამოკიდებული იქნება ვალუტის ემიტენტზე და მის სტატუსზე – რუსეთის „მეგობარია“ თუ „არამეგობარი“ სახელმწიფო.
რუსეთის მთავრობამ არამეგობარი ქვეყნების სია გააფართოვა>>
გარდა ამისა, რეგულატორი შეაფასებს „ტოქსიკურ ვალუტებში“ საბანკო ვალდებულებებზე სავალდებულო რეზერვების გაზრდილი ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
დოკუმენტში არ არის გამორიცხული, რომ ზომები შემდეგ ასევე გავრცელდეს არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებზე.