რიკოთზე ტრაილერი ამობრუნდა: ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე მოძრავი ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ამობრუნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.