ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და შემოსავლიანი მომღერალი ნინო ჩხეიძე ტელეწამყვანის ამპლუასაც ირგებს. უკვე რამდენიმე თვეა „რუსთავი 2-“ის ტოკშოუ „ღამის პრაიმტაიმის” თანაწამყვანია, თუმცა ცდილობს თავისი მუსიკის თაყვანისმცემლებსაც არ უღალატოს.
ნინო ამბობს, რომ უკვე 9 წელია დამოუკიდებელია ფინანსურად და ყველაფერს თვითონ განაგებს, შემოსავალსაც და გასავალსაც.
„საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ხარჯვა უფრო დიდი სიამოვნება ყოფილა, ვიდრე ქმრის ბიუჯეტით ცხოვრება. ადრე თუ დაუფიქრებლად შემეძლო უამრავი ფული გადამეხადა ტანსაცმელში, ახლა ვფიქრობ, ნამდვილად მჭირდება თუ არა“, – ამბობს ნინო.