ყვითელი ამბები

ლიზა ჩიჩუამ იმიჯი მკვეთრად შეიცვალა - ნახეთ როგორ გამოიყურება ირაკლი მაქაცარიას მეუღლე

Sputnik
ლიზა ჩიჩუამ ირაკლი მაქაცარიაზე ცოტა ხნის წინ იქორწინა. წყვილი საქორწინო მოგზაურობაში საბერძნეთში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნებულმა ლიზამ იმიჯი მკვეთრად შეიცვალა.
ახლახან ლიზა ჩიჩუამ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თმა აქვს შეღებილი. ბუნებრივი შავი თმიდან ლიზა ჩიჩუა ღია ფერზე გადავიდა.
ლიზა ჩიჩუა ცნობილი ექიმების შვილია. მისი დედა ცნობილი ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანია, მამა კი ასევე ცნობილი ექიმია, რომელსაც სამედიცინო გადაცემაც მიჰყავდა. გიორგი ჩიჩუა ოფთალმოლოგი გახლავთ. ლიზა, დიდი ნიჭიერების გარდა, არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემებითაც გამოირჩევა.