რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა სავარაუდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჯოკერის“ ახალ ნაწილში ხოაკინ ფენიქსს პარტნიორობას ლედი გაგა გაუწევდა. ახლა კი ეს ინფორმაცია დადასტურდა.
ლედი გაგა ჰარლი ქუინის როლს მოირგებს. მიუზიკლის რეჟისორი კვლავ ტოდ ფილიპსი იქნება.
„ჯოკერი“ 2019 წელს გამოვიდა. ფილმმა მსოფლიო გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, ხოაკინ ფენიქსმა კი კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ „ოსკარი“ მიიღო.