ბაკურიანში 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

ამ დროისათვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში 22 წლის მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.
გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდას სხეულზე რაიმე სახის ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ეტყობოდა.
„გარდაცვლილს მექანიკური ასფიქსია აღენიშნებოდა. სხვა დაზიანებები არ ჰქონია“, – განაცხადა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.