ზუგდიდში ბებიას და შვილიშვილს ავტომობილი დაეჯახა - არის მსხვერპლი

მანქანა ქვეითად მოსიარულე ბებიასა და შვილიშვილს დაეჯახა. ბებია ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაში რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი დაიღუპა, 12 წლის მოზარდი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, Volkswagen–ის მარკის ავტომობილი ბებიასა და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ.
შეჯახების შედეგად, ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მოზარდი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმის თქმით, მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.