ყვითელი ამბები

იდეალური დედა - ზაჰარასთან ერთად აცეკვებული ანჯელინა ჯოლის ვიდეო ინტერნეტ-სივრცეს იპყრობს

Sputnik
ანჯელინა ჯოლი იდეალური დედაა, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ის ექვსივე შვილთან ახერხებს დიდი დროის გატარებას და პირველ რიგში მათთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯოლის 17 წლის ქალიშვილი ზაჰარა „სპელმანის კოლეჯში“ ჩაირიცხა. ეს მოვლენა ჯოლიმ დიდი სიხარულით აღნიშნა, სოციალური ქსელის ხელმომწერებს სიხარული გაუზიარა და ფოტოც გაავრცელა.
მალევე ინტერნეტ-სივრცე ქალიშვილთან ერთად აცეკვებული დედის ვიდეომ მოიცვა. 47 წლის ვარსკვლავი წვეულებაზე ზაჰარასთან და მის თანაკურსელებთან ერთად ენერგიულად ცეკვავდა და ერთობოდა.