ხაშურთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დაშავებულები ხაშურიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ხაშური–ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ავტოავარია გუშინ, გვიან საღამოს სოფელ ცხრამუხასთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე მოძრავმა ავტომობილმა მართვა დაკარგა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.
ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, ორი კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით ჯერ ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.