ვარკეთილში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა: 72 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ვარკეთილში ავტომობილი დაეჯახა მეეზოვეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა ჯავახეთის ქუჩაზე, ე.წ. „სვანების ბაზრობასთან“ დღეს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ტერიტორიას ასუფთავებდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რომელიც ადგილიდან მიიმალა. 72 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.