მსოფლიო დღეს

ტაშკენტში SCO-ს წევრი სახელმწიფოების ფორუმი იმართება

ფორუმის მიზანია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიის (SCO, ШОС-რუს.) წევრი სახელმწიფოების მეთაურთა ფორუმი ტაშკენტში ოთხშაბათს გაიმართება, იუწყება „Sputnik- უზბეკეთი“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა 50-ზე მეტი სპიკერი – რუსეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, პაკისტანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რეგიონების მეთაურები და დელეგაციის ხელმძღვანელები.
ფორუმის მიზანია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.
ბელარუსმა SCO-ში გაწევრიანება მოითხოვა>>>
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსდა. მასში შედიან: ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. SCO-ს დამკვირვებელი ქვეყნებია: ავღანეთი, ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი; პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა.
2021 წლის სექტემბერში დუშანბეში გამართულ სამიტზე ორგანიზაციაში ირანისა და ეგვიპტის მიღების პროცედურა, ხოლო კატარისა და საუდის არაბეთისთვის — პარტნიორის სტატუსის მინიჭების პროცედურა დაიწყო.