საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. დმანისიდან დასავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 13:11 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 3 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.