წიგნები და საჩუქრები: ბათუმში საბავშვო წიგნების პრეზენტაცია გაიმართება

პრეზენტაციაზე მისულ ბავშვებს ღონისძიების სპონსორები საჩუქრებს გადასცემენ.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საბავშვო დღესასწაული, რომელიც თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნების პრეზენტაციას მოიცავს, ბათუმში 11 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებული გამოცემები ისეთი ქართველი ავტორებისა, როგორიც არიან ლელა ცუცქირიძე, ვასო გულეური და თუთა ჯგუშია.
პრეზენტაციაზე მისულ ბავშვებს გადაეცემათ საჩუქრები ღონისძიების სპონსორებისგან, ასევე საჩუქრები გასართობი პარკი „ციცინათელასგან".
ღონისძიება გალერეა „ბიბლუსში" გაიმართება, მსურველებისთვის ვიზიტი უფასოა.