ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო დაეჯახა: არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბათუმი–ქობულეთის მაგისტრალზე გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ბათუმში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა თამარის დასახლებაში დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაშავდა ავტობუსის მძღოლი და ხუთი მგზავრი.
მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაშავებული მგზავრები კი ზედაპირული ტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკა „მედალფაში" გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.