თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მუშაობა 32 ფარმაცევტულ საწარმოში შეაჩერა. მიზეზი სტანდარტებთან შეუსაბამობაა.
საუბარია საწარმოების შემოწმებაზე GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სტანდარტთან შესაბამისობაზე. ესაა ნორმების, წესებისა და მითითებების სისტემა სამკურნალო საშულაბებების წარმოებასთან მიმართებით. GMP სტანდარტი ასახავს მთლიან მიდგომას, არეგულირებს და აფასებს წარმოების პარამეტრებსა და ლაბორატორიულ შემოწმებებს.
მუშაობა შეუჩარდათ საწარმოებს: „გეომედი“, „იმუნოგენი“, „ბიოქიმფარმი“, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოლოგიის ინსტიტუტი, „ბიოტექსი“, „თურმანიძე პლუსი“ და სხვ.
გარდა ამისა, სააგენტომ დაკეტა 95 აფთიაქი, რომლებიც არ შეესატყვისებოდა GMP სტანდარტს.
ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა ქვეყანაში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაიწყო.
დაკეტილ ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებს მუშაობის განახლების საშუალება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი GMP სტანდარტების შესაბამისად იმუშავებენ