ლილოში ველორბოლა გაიმართება

ღონისძიებაში მონაწილეობა 16 წელზე უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. „ლილო არენაზე“ სხვადასხვა კატეგორიის სპორტსმენებისთვის ველორბოლა 7 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
შეჯიბრება სამ კატეგორიად იყოფა: პროფესიონალები, კაცები, ქალები. პროფესიონალებში ველოსიპედის პროფესიონალთა გუნდების მოქმედი ან ყოფილი წევრები, ან ველოსიპედის ეროვნული ფედერაციების წევრები იგულისხმება.
შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება 16 წელზე უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ. ასევე აღნიშნულია, რომ რბოლაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საგზატკეცილო და გრაველის ტიპის ველოსიპედებით იქნება შესაძლებელი. შეჯიბრებაზე არ დაიშვება ელექტრო ველოსიპედები. უსაფრთხოების წესების დასაცავად საჭიროა ჩაფხუტი.
ველორბოლაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მედლებითა და თასებით. ღონისძიებაზე წინასწარი რეგისტრაცია ონლაინ არის შესაძლებელი.