მარიამ უგრეხელიძის კამერული ბალეტის დასი სეზონს ბათუმში გალა-კონცერტით დახურავს

სცენაზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან მიწვეული არტისტები გამოვლენ.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. მარიამ უგრეხელიძის კამერული საბალეტო დასი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სეზონს 3 აგვისტოს გალა-კონცერტით დახურავს.
საღამოში მონაწილეობენ მიწვეული არტისტები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან, ასევე ქართული ცეკვის ანსამბლ „ნართების“ წევრები. კონცერტის რეჟისორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ქორეოგრაფია მარიამ უგრეხელიძე.
თბილისელი მარიამ უგრეხელიძე ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის კურსდამთავრებულია (მარინა ვასილიევას კლასი). 2009 წლიდან მიხაილოვის თეატრის საბალეტო დასში ირიცხება.
უგრეხელიძე მონაწილეობს სპექტაკლებში: „ჟიზელი“, „გედების ტბა“, „ბაიადერკა“, „დონ კიხოტი“, „კორსარი“, „მძინარე მზეთუნახავი“, „მაკნატუნა“ და სხვ.