თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები 7 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსი დაფიქსირდება, 5 აგვისტოდან კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე გათბება.