ყვითელი ამბები

„სექსი საერთოდ დამავიწყდა რა არის... ტარიელი გიტარაზე უკრავს“ - ია ფარულავა

ია ფარულავა და ტარიელ სუარი სკანდალური დაშორების შემდეგ ახლა ისევ ერთად ცხოვრობენ.
Sputnik
ტელეწამყვან ია ფარულავას საკუთარ გადაცემაში ტელეკომპანია „ფორმულაზე“ მომღერალი გია სურამელაშვილი ჰყავდა, რომელმაც ია ფარულავას ჰკითხა, თუ ზაფხულში სექსი არ აქვს, რას აკეთებს მისი მეუღლე ტარიელ სუარი.
ყვითელი ამბები
„მშობიარობა ჩავიბარე“ - ია ფარულავამ ექიმს ხელზე უკბინა - ვიდეო

„სექსი სულ დამავიწყდა რა არის, ჩემო გია. ტარიელი გიტარაზე უკრავს“, – აღნიშნა სიცილით მსახიობმა.

ია ფარულავა და ტარიელ სუარი სკანდალური დაშორების შემდეგ რომ კვლავ ერთად ცხოვრობენ, ცნობილი გასულ წელს გახდა ია ფარულავას სოციალური ქსელიდან.
თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ია ფარულავას გვერდით მუსიკოსი ტარიელ სუარი გამოჩნდა. მსახიობი 2014 წელს გიტარისტზე მოულოდნელად გათხოვდა. წყვილი ასევე ხმაურიანად დაშორდა. მისი მეუღლე დაშორებაზე თავად წერდა და დაშორების მიზეზად ია ფარულავას და მისი „პარიკმახერის“ მიმოწერას ასახელებდა, სადაც ისინი თითქოს მას უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს უწოდებდნენ, აგინებდენ დედას, იმუქრებოდნენ მისი მოშორებით, რის გამოც სიბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და მინა ჩაამტვრია.