ტელესახე და ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი „საღამოს პოსტს“ პირად თემებზე სასაუბროდ ეწვია. ქეთის ქალიშვილი ჰყავს, რომელიც 11 წლისაა.
ტანმოვარჯიშის თქმით, 2-3 წლის წინ, როცა ძალიან დატვირთული იყო სამსახურში, ანასტასიას აღზრდაში დედა და ოჯახის სხვა წევრები ეხმარებოდნენ.
„რაღაც-რაღაცები მოხდა. ანასტასიას გადასარევი ფსიქოლოგი ჰყავდა. ისიც დამეხმარა. დავეშვი მიწაზე და მივხვდი, რომ არაფერს არ უნდა დაუთმო უფრო მეტი დრო, ვიდრე ურთიერთობას შვილთან და ოჯახის წევრებთან. ბოლოს ეს რჩება, ურთიერთობები. როგორი დღეც უნდა იყოს, ცუდ ხასიათზე ვარ თუ კარგზე, ვცდილობ ვესაუბრო, თუნდაც სისულელეზე“, – ამბობს ქეთი.