ყვითელი ამბები

„ჩემი ქმარი მდიდარი არ არის, არც მე ვარ მდიდარი...“ - ნინი ქარსელაძე

Sputnik
მომღერალი ნინი ქარსელაძე ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემაში „შუადღე ლაივი“ აცხადებს, რომ მოგონილი, აგორებული ჭორია, რომ მისი ქმარი ძალიან მდიდარია.
ნინი ქარსელაძეს მილიონერმა ქმარმა ძვირადღირებული ბეჭედი აჩუქა – ფოტო
მომღერლის თქმით, არც თავადაა მდიდარი, თუმცა ბიძა ჰყავს მდიდარი.

„პირველი შვილი ვარ, ერთადერთი გოგო ვიყავი 15 წელი და მარტო ჩემ გათამამებაზე იყო მერაბი ორიენტირებული. ყველამ რომ უთხრას, შავიაო, ნინი თუ ეტყვის, თეთრიაო, ამბობს, ნინიმ ასე თქვა და ასეაო“, – ამბობს მომღერალი.

გასული წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მომღერალი საიდუმლოდ გათხოვდა. მისი მეუღლე მასზე 8 წლით უფროსი ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილია.