თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქუთაისის აეროპორტის მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოს, ყაზახეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების პირადი ჩხრეკისა და ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 524,94 გრამი) აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42,1 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჯარიმა შეეფარდათ – ჯამში 42,1 მლნ ლარის ოდენობით.