შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა: რკინიგზის სადგურთან მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვერ შეძლეს.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გუშინ ღამით თბილისის რკინიგზის სადგურზე თბილისი–ბათუმის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა.
მამაკაცი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მიტანის სერვისი „გლოვოს" თანამშრომელი იყო.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.