ყვითელი ამბები

„გადავწყვიტე ამ 20 კაპიკით მეყიდა სანელებლები და პურზე მომეყარა...“ - მაია ბარათაშვილი

Sputnik
ჯაზის ცნობილი მომღერალი მაია ბარათაშვილი ,,სარკის” მკითხველებს უამბობს უჩვეულო ამბავს, რომელიც მას ადრეულ ახალგაზრდობაში გადახდა.
ყვითელი ამბები
ანუკი არეშიძემ გაჭირვებულ ოჯახს კახეთში საჩუქრები ჩაუტანა – ფოტოები

„დედა ადრე გარდამეცვალა, 17 წლის ვიყავი. მამამ მითხრა, მაია, ახლა ბურთი და მოედანიც შენია, ოჯახს შენ უნდა გაუძღვეო. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა მესწავლა, მეშრომა, გამომემუშავებინა ფული, შემეძინა ხორაგი, ანუ ზოგადად მესწავლა ცხოვრება. 90-იან წლებში უკიდურესი გაჭირვება სუფევდა ქვეყანაში. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ სახლში მხოლოდ პური მქონდა, ჯიბეში კი – 20 კაპიკი. გადავწყვიტე წავსულიყავი ბაზარში, ამ 20 კაპიკით მეყიდა სანელებლები და პურზე მომეყარა“, – იხსენებს ბარათაშვილი.

მისი თქმით, საბურთალოდან დეზერტირების ბაზრამდე ფეხით მივიდა, ხოლო შინ დაბრუნებულმა ქაღალდის პარკში ორმოცდაათმანეთიანი აღმოაჩინა.

„პირველი, რაც ვიფიქრე, წავსულიყავი და ფული დამებრუნებინა, მაგრამ უკვე ბნელოდა, ვერ შევძელი. შემდეგ დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს დავასკვენი, რომ ეს ფული იყო ღმერთის საჩუქარი იმ უმძიმეს დროს. არ ვიცი, რამდენად სწორი ვიყავი, მაგრამ ამან მასწავლა, რომ ადამიანის მოლოდინი წრფელი გულით შეიძლება გამართლდეს. მაშინ როგორც მე გავიხარე, ზუსტად ასე უხარიათ იმ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც წყალობას ელოდებიან და ჩვენ, თუ ოდნავი შესაძლებლობა გვაქვს, ეს წყალობა უნდა გავიღოთ“, – ამბობს მომღერალი.