ყვითელი ამბები

ჯეი ლოს ოფიციალური ფოტოები თაფლობის თვიდან

Sputnik
ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის თაფლობის თვიდან ჩვენ უკვე არაერთი შთამბეჭდავი პაპარაცული ფოტო ვიხილეთ. ახლა კი ინტერნეტ-სივრცე ჯეი ლოს ოფიციალურმა ფოტოებმა მოიცვა.
53 წლის ვარსკვლავმა კუნძულ კაპრიზე ყოფნის დროს, იახტაზე არაერთი პიკანტური ფოტო გადაიღო. მას Norma Kamali-ს 102 ევროიანი ყვითელი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა, რომელსაც მან ჭრელი თავსაფარი შეუხამა.
თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პირველად დაინიშნენ. მაგრამ მაშინ წყვილის ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა, და მხოლოდ ცოტა ხნის წინ ჯენიფერი და ბენი ლას-ვეგასში დაქორწინდნენ.
ჯენიფერმა და ბენმა მეორე ნიშნობის შესახებ საზოგადოებას აპრილში აცნობეს. წყვილმა ლას-ვეგასის სპეციალურ სამლოცველოში იქორწინა, რომელშიც წყვილებს მანქანიდან გადმოუსვლელად ქორწინება შეუძლიათ. ამის შესახებ ჯენიფერმა ფანებს 17 ივლისს შეატყობინა.