COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 15,47%.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (24–31 ივლისი) კორონავირუსის 11.802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.698.020 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 10.233 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.668.422).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა 10 პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.869 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 76.309 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 67.594, PCR–ტესტით – 8.715.
ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 15,47%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 6.005
იმერეთი – 1.458
აჭარა – 1.382
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 737
გურია – 579
შიდა ქართლი – 423
კახეთი – 388
ქვემო ქართლი – 334
მცხეთა-მთიანეთი – 218
სამცხე-ჯავახეთი – 139
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 139
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.