გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა

ავარიის შედეგად რამდენიმე პირს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისში საპატრულო პოლიციის გაჩერებულ მანქანას სწრაფად მიმავალი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეჯახების შედეგად კიდევ დაზიანდა მესამე ავტომობილი და ასევე მოპედი.
რამდენიმე პირს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.
მძღოლი შუახნის მამაკაცია, ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.