ხანზრის გამო კალიფორნიაში საგსნგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კალიფორნიაში ტყის ხანძარი „მაკკინი“ წელს ყველაზე დიდია
პარასკევს კლამატის ეროვნულ პარკში, ორეგონის საზღვართან, ხეებს მოედო ალი, დასვენების დღეების განმავლობაში კი 21 ათასი ჰექტარი ტყე განადგურდა
ხანძარი უახლოვდება იოსეიტის ეროვნულ პარკს, რომელიც განთქმულია უძველესი სექვოიებით
ხანძრის გამო გადაკეტილია ავტოტრასები
ცეცხლს 400-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, გამოიყენება სახმელეთო ტექნიკა და ავიაცია
მიმდინარეობს ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენა. არ არის გამორიცხული ცეცხლის შეგნებულად გაჩენა, ან დაუდევრობა
განადგურდა ელექტროგადამცემი ხაზების რამდენიმე მონაკვეთი, რის გამოც 2 600 შენობა შუქის გარეშე დარჩა
სტიქიური უბედურების ზონაში დაიწყო ათასობით ადამიანის ევაკუაცია. რამდენიმე სახლი უკვე დაიწვა
კალიფორნიის ხელისუფლება ზარალს ითვლის
სიცხის, გვალვისა და ქარის გამო ხანძრის ჩაქრობა რთულდება
ივლისის შუა პერიოდში იოსემიტის პარკში ასევე გაჩნდა ხანძარი, თუმცა მეხანძრეებმა მისი კერის ლიკვიდაცია შეძლეს
კალიფორნიის თავზე წარმოქმნილია ცეცხლოვანი ღრუბელი, რაც ახალი აალების მიზეზად შეიძლება იქცეს
ცეცხლი გზად ყველაფერს ანადგურებს, რჩება მხოლოდ ფერფლი, რაც შემზარავი სანახავია
დაიწვა უამრავი მანქანა, განადგურდა ინფრასტრუქტურა
შორიდან ცეცხლის ალი ვულკანის ამოფრქვევას წააგავს
ხანრისგან შეშინებულები არიან ცხოველებიც, რომლებიც უბედურების ზონაში აღმოჩნდნენ