კარიბის ზღვის სანაპიროზე ორკვირიანი არდადეგების შემდეგ კეიტ მიდლტონი ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. კეიტმა რაფტინგში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯა პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად.
იქამდე კი ჰერცოგინია ორგანიზაცია 1851 Trust-ს სტუმრობდა. ვიზიტისთვის კეიტმა არჩევანი ე.წ. საზღვაო სტილზე გააკეთა. ის ბრწყინავდა თეთრ შორტებსა და ზოლიან სვიტერში, ანსამბლს კი ასევე თეთრი კედები შეუხამა.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მიდლტონს გარუჯულს ვხედავთ.