ყვითელი ამბები

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი შერიგდნენ და იტალიაში ისვენებენ - ფოტოები

Sputnik
ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი და მსახიობი ჯესიკა ბილი იტალიაში გადაიღეს. მეუღლეებმა შემოქმედით ცხოვრებაში ცოტა ხნით პაუზა აიღეს და დასასვენებლად ერთად გაემგზავრნენ.
ახალ ფოტოებზე ჯესიკა და ჯასტინი ბედნიერები ჩანან. ჯესიკა ბილი ფანტასტიკურად გამოიყურება ლეოპარდის პრინტის საცურაო კოსტიუმში, ხოლო ჯასტინი შავ ზედასა და მწვანე შორტებშია გამოწყობილი.
როგორც ჩანს, ჯესიკა ბილმა ჯასტინს ყველაფერი აპატია. ცნობილია, რომ გასული წელი უმძიმესი იყო მეუღლეებისთვის, რადგან ცნობილი გახდა ჯასტინის რომანის შესახებ. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ბილისა და ტიმბერლეიკის დაშორებაზე.
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი უკვე 15 წელია ერთად არიან, აქედან 10 წელი ქორწინებაში. ცოლ-ქმარი ცდილობს ერთმანეთს არ დაშორდეს და კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის საუკეთესო კომპრომისს პოულობს. ჯესიკა და ჯასტინი საუკეთესო მეგობრები არიან. სწორედ ეს არის მათი ბედნიერი თანაცხოვრების მთავარი საიდუმლო. წყვილი ერთ ვაჟს ზრდის.