ყვითელი ამბები

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა თაფლობის თვეს საბერძნეთში ატარებენ - რომანტიკული ფოტოები

Sputnik
ახალდაქორწინებული ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა თაფლობის თვეს საბერძნეთში, მზიან სანაპიროზე ატარებენ. ბერძნული დღეებიდან ფოტოებს და ვიდეოებს წყვილი თითქმის ყოველდღე აქვეყნებს.
შა­ბათს, 23 ივ­ლისს ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ამ 20 წლის ლიზა ჩი­ჩუ­ა­ზე იქორ­წი­ნა. 37 წლის ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ამ მშვე­ნი­ერ ლიზა ჩი­ჩუ­ას, რო­მელ­საც წე­ლი­წად-­ნა­ხე­ვარ­ზე მეტ ხანს ხვდე­ბო­და, და­ქორ­წი­ნე­ბა ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე შეს­თა­ვა­ზა. გო­გო­ნა მას­ზე 17 წლით უმ­ცრო­სია, მაგ­რამ ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბას მათი ურ­თი­ერ­თო­ბისთვის ხელი არ შე­უ­შ­ლია.
წყვი­ლი მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლის­თვის სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბო­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­ი­პა­ტი­ჟეს. ჯვა­რი ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რეს და ქორ­წი­ლი ელი­ტურ რეს­ტო­რან­ში გა­და­ი­ხა­დეს, სა­დაც ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ბეჭ­დე­ბი გაც­ვა­ლეს და ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­რე­გის­ტრი­რეს.