ღარიბაშვილმა Fitch–ის ანგარიშზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება, რაც მთავრობის ვალის მშპ-სთან წილის სტაბილიზებას უწყობს ხელს.
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს, BB–ს რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, ღია მმართველობის უკეთესი მაჩვენებლები, ასევე საიმედო და ეფექტიანი პოლიტიკის ჩარჩო აქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საერთაშორისო რეიტინგულმა სააგენტომ Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე პროგნოზით „სტაბილური“.
„საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB სტაბილურ დონეზე შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გააჩნია როგორც საიმედო და ეფექტიანი პოლიტიკის ჩარჩო, ასევე მმართველობის ღია ინდიკატორები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება, რაც მთავრობის ვალის მშპ-სთან წილის სტაბილიზებას უწყობს ხელს და ანალოგიური რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით მმართველობის მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლები აქვს.
„საქართველოსრეიტინგისსაფუძველისაიმედოდაეფექტურიპოლიტიკადამართვისძლიერიმაჩვენებლებია.ოფიციალური კრედიტორების გრძელვადიანმა მხარდაჭერამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა და უზრუნველყო საჭირო დაფინანსება“, – აღნიშნულია Fitch–ის პრესრელიზში.
ანგარიშში მითითებულია, რომ კრედიტუნარიანობის ხსენებული ძლიერი მხარეები დაბალანსებულია სავალუტო რისკებისადმი სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვანი მიდრეკილებით, მაღალი დოლარიზაციითა და საგარეო ფინანსებით, რომლებიც საგრძნობლად სუსტია, ვიდრე BB კატეგორიის რეიტინგის მქონე კომპანიების უმრავლესობისა.